Saturday, July 27, 2013

ჩემი სოფლის ისტორია

პროექტის  სახელწოდება
ჩემი  სოფლის  ისტორია
პროექტის  მთავარი  იდეა(თემა)
ბუნებრივი  პირობების  შენარჩუნება-დაცვა.
პროექტის  აქტუალობა                  
მოსწავლეები  აღწერენ  სოფლის  გარემო  პირობებს, მისი  წარმოშობის  ისტორიას , დახატავენ  სოფლის  ხედებს,  გადაიღებენ  სურათებს,  დაწერენ  ესეებს,აიღებენ  ინტერვიუს  სოფლის  უხუცესი  მცხოვრებლებისაგან, ინფორმაციას  განათავსებენ  ონ-ლაინში,ინფორმაციას  განათავსებენ  ინტერნეტში  დფა  ა.შ.  რითაც  განუვითარდებათ  კვლევის  უნარ-ჩვევები  და  გააცნობიერებენ  ადგილობრივი  ისტორიის  მნიშვნელობას  აწმყოსა  და  მომავლისათვის.
პროექტის  მიზნები
კვლევითი, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების  განვითარება
მონაწილეთა  ასაკი
შეუზღუდავი
ვადები(ხაგრძლივობა)
სასწავლო  წლის  განმავლობაში  ნებისმიერი  ერთი  თვე.
მოსალოდნელი  შედეგები
მთავარი  შედეგი  იქნება  ის , რომ  მოსწავლეები  შეისწავლიან  სოფლის  ისტორიას  სხვადასხვა  რესურსების  გამოყენებით,  როგორიც  არის  ინტერვიუ,  წერილები.  შეიძენენ  კვლევის  უნარ-ჩვევებს.  შეძლებენ  ნახატების,  სურათების,  ალბომების  და  ვებ-ბლოგის  შექმნას.  გამოიკვლევენ  და  ერთმანეთს  გაუზიარებენ  თავიანთ  შეხედულებებს  სოფლის  ისტორიის  შესახებ.
პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები
ადამიანური:  სოფლის  მცხოვრებლები.
მატერიალურ-ტექნიკრი:  ბიბლიოთეკა, ინტერნეტი,  არქივი,  ისტ-ის  გამოყენება.
პროექტის  მსვლელობა,  ძირითადი  აქტივობები
ა)  შესაბამისი  შეკითხვების  შერჩევა-ჩამოყალიბება;
ბ)საპროექტო  ჯგუფის  ჩამოყალიბება,(კლასის  გაყოფა,  მიზნობრივი  გადანაწილება)
გ)პროექტის  გეგმის  შემუშავება  ჯგუფებში.
დ)  ჯგუფებში  მოვალეობების  გადანაწილება   (  ვინ  რას  და  როდისაკეთებს).
ე)პროექტის   პრეზენტაცია .
ვ)პროექტის  შემაჯამებელი  შეფასება (შეფასების  რუბრიკის  მიხედვით).
საგნებთან - ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი.
ისტორია, გეოგრაფია,  ბიოლოგია.  მოსწავლეებს  გაუძლიერდებათ  თავისი  სორფლის  სიყვაარული,ისწავლიან  ერთმანეთის  აზრის  მოსმენას,  შ ეხედულებების  გზიარებას,ინტერნეტ  პროექტების  დაგეგმვასა  და  განხორციელებას,ინფორმაციული  ტექნოლოგიების           გამოყენებას.  მშობლიური  კულტურული  გარემოს  თვითმყოფადობას,  მისი  განუმეორებლობის  დაფასებასა  და  პატივისცემას.